ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა.

„გულითადად ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისი პარტიის არჩევნებში წარმატებას. მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის“-, დაწერა ირაკლი კობახიძემ X-ზე  პლატფორმაზე.

ამ დროისთვის სომხეთში უბნების 5%-ია დათვლილი, სადაც ფაშინიანის ხელმძღვანელობით პარტია “სამოქალაქო შეთანხმებამ” ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

ელექტრონული კენჭისყრის შედეგებით ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა