სომხეთში დასრულდა საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემა. 20:00 საათზე დაიხურა ქვეყნის მასშტაბით ყველა 2005 საარჩევნო უბანი, მათ შორის 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული უბანი.
ამ ეტაპზე დათვლილია უბნების ნაწილი და ელექტრონული კენჭისყრის შედეგები, რომელშიც მონაწილეობაც 410-მა ადამიანმა მიიღო.
ელექტრონული კენჭისყრის მონაცემებით, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია “სამოქალაქო შეთანხმება” ლიდერობს 330 ხმით.
დათვლილი უბნების შედეგები კი ასე გამოიყურება: „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 57.14%, „ძლიერმა სომხეთმა“ – 21.43% მიიღო. ბლოკმა „სომხეთი“ 1 590 ხმა (8.21%) დააგროვა
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
ამ დროისთვის შეჯამებულია 110 საარჩევნო უბნის შედეგები. კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა 19 654-ს შეადგენს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
არჩევნების დასრულებისთანავე ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა მმართველმა პარტიამ, რომლის თანახმად, ის დაახლოებით, 58%-ით იმარჯვებს [მეორე ადგილზე რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის “ძლიერი სომხეთი” გავიდა]. ეგზიტპოლის განსხვავებულ შედეგებს აქვეყნებენ ოპოზიციური ძალები, სადაც ფაშინიანის პარტიას 32% აქვს, დანარჩენ ოპოზიციას კი 60%-მდე.
ოფიციალური ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების 58,97%-მა.
სომხეთის მოქალაქეებს არჩევანი ძირითადად, მმართველ, ნიკოლ ფაშინიანის პარტიასა და პრორუსულ ძალებს შორის უნდა გაეკეთებინათ.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში დარეგისტრირებული იყო სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი: 16 პარტია და 2 ალიანსი. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ და პრორუსი ოლიგარქისა და მოსკოვის მიერ ირიბად მხარდაჭერილი ნარეკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით შექმნილი ბლოკი „ძლიერი სომხეთი“.
მმართველი პარტიისა და ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური კურსის გამო, ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებისა და სომხეთის ეკონომიკის ღრმა კრიზისის პროგნოზს აკეთებდა.
ცხადი პროდასავლური პოლიტიკური კურსის გამო, ფაშინიანს პირდაპირი და ირიბი მესიჯებით მოსკოვიც ემუქრებოდა და “უკრაინის გზას” ახსენებდა.
ამასთან, არჩევნებამდე გამოქვეყნდა რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, მოსკოვი სხვადასხვა გზით და ქსელით ერეოდა სომხეთის არჩევნებში გავლენის მოსახდენად.
