სომხეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმება” მხარდამჭერები შეკრიბა და შემაჯამებელი აქცია გამართა.
საპარლამენტო საარჩევნო კამპანია 8 მაისს დაიწყო და 5 ივნისს დასრულდა.
წინაასარჩევნო პერიოდში სომხეთში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შესაბამისად, ამომრჩეველთა შორის მმართველი პარტია ლიდერობს.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) სომხეთში პოლიტიკოსების მიმართ ნდობის შესახებ კვლევის შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ნიკოლ ფაშინიანი – რესპონდენტების 27%-მა იგი პირველ პასუხად დაასახელა, 2%-მა კი – მეორე პასუხად. ჯამურად ფაშინიანის ნდობის მაჩვენებელი 29%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, რუსი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, რომელსაც პირველ პასუხად 6% ასახელებს, მეორე პასუხად კი – 3%. საერთო ჯამში, მისი მაჩვენებელი 9 %-ია.
სომხური მედიის ცნობითვე, დღეს, 5 ივნისს, საღამოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, პარტია “რესპუბლიკის” მიმართვის საფუძველზე, რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის ბლოკის გაუქმების შესახებ მსჯელობს.
IRI-ის კვლევა: სომხეთში ყველაზე მაღალი ნდობით ნიკოლ ფაშინიანი სარგებლობს
