მომავალში აფხაზეთი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მხრიდან აღიარების მიღებას ელოდება, – ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი [РИА Новости]-სთან საუბარში პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (ПМЭФ) ფარგლებში.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი რესპუბლიკის არასრული აღიარება დროებითია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უდავოდ მივალთ იქამდე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაც აფხაზეთს სრულად აღიარებს. სხვა ვარიანტი არ იქნება. ეს არ არის რაიმე დარიგებით ან ზეწოლით ნაკარნახევი. ეს უბრალოდ კანონზომიერებაა, რომელიც ჯერ არავის გაუუქმებია“, – განაცხადა გუნბამ.
მისივე თქმით, აფხაზეთის განვითარებისკენ სწრაფვის ფონზე სხვა ქვეყნები „იძულებულნი იქნებიან მიიღონ ეს რეალობა“.
