აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთი საკმაოდ უკკმაყოფილოა აშშ-ის სომხეთთან ჩართულობით.
რუბიომ ეს განცხადება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში კანონმდებლების ინფორმირებისას გააკეთა, სადაც TRIPP-ის პროექტზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციიდან ეს საკმაოდ კარგად არის გასაგები – რუსები ნაკლებად კმაყოფილი არიან ჩვენი ჩართულობით იქ. არსებობს ნიშნები, რომ მათ სურთ, ამჟამინდელმა [პრემიერმა] არჩევნები წააგოს, რაც აშშ-თან მზარდი ურთიერთობის შედეგი იქნება. ნათლად ვამბობ: ჩვენ იქ არ ვართ სომხეთის სუვერენიტეტის დასარღვევად. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ მათ სხვა ქვეყნებთან მეგობრობა არ ჰქონდეთ. ჩვენ უბრალოდ გვინდა მათთან ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, რომელიც მხოლოდ მშვიდობაზე არ იქნება დაფუძნებული. მშვიდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა რუბიომ.
