მიხეილ ყაველაშვილის პრესცენტრი აქვეყნებს დონალდ ტრამპის წერილს, რომელშიც ქართველ ხალხს 26 მაისს ულოცავს.

“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს.

მიმდინარე წელი გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობის კავშირების განსამტკიცებლად და ჩვენი ორივე ერის მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ სწრაფვაში გრძელვადიანი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ”, – ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის წერილში.