სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს ეროვნული დღესასწაული, დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ მილოცვაში ნათქვამია:
„სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე აქვს პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი.
განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნავ თქვენი ხელმძღვანელობით მოქმედი დელეგაციის მონაწილეობას ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში.
ჩვენ ასევე მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას, რომელიც რეგიონული თანამშრომლობისკენაა მიმართული.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ მოღვაწეობას, ხოლო თქვენს ქვეყანას – მშვიდობასა და კეთილდღეობას“.
