მისი თქმით, “აფხაზი მესაზღვრეები რუს კოლეგებთან ერთად ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას სიტუაციის კონტროლისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.
დე ფაქტო მინისტრის განცხადებითვე, აფხაზეთი სრულად ახორციელებს სპეცსამსახურებისა და სასაზღვრო კონტინგენტის გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებს.
ბარციცმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ თვეში ჟენევის დისკუსიების 67-ე რაუნდზე აფხაზური მხარე კვლავ დაადასტურებს “პრობლემების მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით გადაწყვეტის ერთგულებას”.
მისივე თქმით, აფხაზური მხარე კვლავ აყენებს სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხს, თუმცა საქართველო ყოველ ჯერზე უარს აცხადებს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
