თბილისში საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება (DGS) დაფუძნდა.
როგორც DGS-ის პრესრელიზშია ნათქვამი, საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება აერთიანებს სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების გამო, გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან ან უსამართლოდ იქნენ გათავისუფლებულნი დიპლომატიური სამსახურიდან.
„საზოგადოება თავისი საქმიანობით მიზნად ისახავს პროფესიული გამოცდილებისა და დაგროვილი ინსტიტუციური მეხსიერების საფუძველზე საგარეო პოლიტიკური მოვლენების ანალიზს და ფართო საზოგადოების ინფორმირებას. ამავდროულად, საზოგადოების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე რეაგირება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო-პოლიტიკური კურსის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არსებული ეროვნული კონსენსუსის რღვევისაკენ.
საზოგადოების წევრებს მტკიცედ სწამთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძველს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების თანახმად, ის მოქმედებს სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ხელმძღვანელობს ეროვნულ ინტერესებსა და საერთო პროფესიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვით.
საზოგადოება ღიაა ყველა დიპლომატისთვის, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მისიის სულისკვეთებას, ხედვას და ფასეულობებს.
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების წევრები არიან:
- სალომე აქუბარდია
- ნინო ბალავაძე
- მეგი ბენია
- ოთარ ბერძენიშვილი
- გიორგი ბუაჩიძე
- გიგი გიგიაძე
- ირაკლი ვეკუა
- თინათინ თაბუკაშვილი
- მარიამ მაისაია
- თეა მაისურაძე
- ეკატერინე მეგრელიშვილი
- თინათინ მიქიაშვილი
- ვასილ რუბაშვილი
- დავით სოლომონია
- ოლგა სპირანდი
- თორნიკე ფარულავა
- ნინო ფიფია
- თეა ქარჩავა
- ნატა ქორიძე
- ნინო ყამარაული
- სალომე შაფაქიძე
- ნინო შეყრილაძე
- ნინო ჩაჩავა
- თამარ ჩაჩიბაია
- ანა ჩიტალაძე
- შალვა ცისკარაშვილი
- გიორგი წიქარიშვილი
- ნინო ხარაძე
- მაკა ხვადაგიანი
- ბიძინა ჯავახიშვილი
- თეიმურაზ ჯანჯალია
