გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელიც გუშინ, 14 მაისს, გარდაბანში მომხდარი ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, “რადიო მარნეული” ავრცელებს”.
ავარიის შედეგად, ადგილზევე გარდაიცვალა 7 ახალგაზრდა კაცი. მათ შორის იყო არასრულწლოვანი და მისი უფროსი ძმა. დაღუპულთა შორისაა კიდევ ორი ძმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა მოხდა 14 მაისს, დილის საათებში. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე გადადის, შედეგ კი ხეს ეჯახება.
