გარდაბანში მომხდარ ავარიას 7 ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის არასრულწლოვანი და მისი უფროსი მისი ძმა. გარდაცვლილთა შორისაა კიდევ ორი ძმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა მოხდა დღეს, 14 მაისს, დილის საათებში. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე გადადის, შედეგ კი ხეს ეჯახება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მარნეულსა და გარდაბანში ხშირად ხდება ავტო-ავარიები. მაგალითად, დაახლოებით 2 კვირის წინ, მარნეულში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა.