ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ერგნეთში 132-ე შეხვედრაზე, რომელიც დღეს იმართება, ცხინვალი გეგმავს თბილისში ჯაშუშობის საქმეზე დაპატიმრებული თამაზ გოლოევის გათავისუფლების საკითხის დაყენებას.
როგორც ოსური მედია წერს, ამის შესახებ ერგნეთში შეხვედრის დაწყებამდე ადგილობრივი დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა „საპასთან“ საუბარში დაადასტურა.
22 აპრილს გოლოევი თბილისში ჯაშუშობის საქმეზე დააკავეს. ცხინვალმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოგონილი უწოდა.
ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ერგნეთში დააყენებენ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს.
ცხინვალი ჯაშუშობის ბრალდებით თბილისში დაკავებული თამაზ გოლოევის საქმეს ეხმაურება
