პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმადაც, არხს ევროპარლამენტში საქმიანობა ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება.

ტელეკომპანიის აზრით, გადაწყვეტილება „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს და ლიეტუველ დეპუტატ რასა იუკნევიჩიენესთან გასაუბრების მცდელობას და ასევე, მარკეტა გრეგოროვას უკმაყოფილებას მოჰყვა.

„გვინდა, გამოვხატოთ შეშფოთება მიღებული გადაწყვეტილების პროპორციულობასთან დაკავშირებით. ერთლიანი შეზღუდვა წარმოადგენს განსაკუთრებით მკაცრ ზომას, რომელიც არსებითად გავლენას ახდენს მედიის შესაძლებლობაზე, გააშუქოს ევროპარლამენტის საქმიანობა“, — აცხადებს „იმედი“.

ამასთან, მოლდოვის მთავრობამ „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ უარი უთხრა აკრედიტაციაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად, რომელიც კიშინიოვში იმართება.