აშშ ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს შიო III-ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.

„ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შიო III-ის არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან–მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან–ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას“, – ნათქვამია აშშ-ს განცხადებაში.

11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე მიტროპოლიტი შიო ახალ პატრიარქად 22 ხმით აირჩიეს. მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7 ხმა.

როგორც შიო მესამემ განაცხადა, მისი ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა.