ევროკავშირი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს.
„ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას.
საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.
იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე მიტროპოლიტი შიო ახალ პატრიარქად 22 ხმით აირჩიეს. მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7 ხმა.
როგორც შიო მესამემ განაცხადა, მისი ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა.
