სომხეთში იწყება წინასაარჩევნო კამპანია საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2026 წლის 7 ივნისს გაიმართება.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 19 პოლიტიკური ძალა დაარეგისტრირა. მათ შორის რუსი ოლიგარქისა და ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“, რომელიც უკვე დღესვე კამპანიას დაიწყებს ეროვნული კრების – პარლამენტის შენობასთან, სადაც გაიმართება პარტიის გამგეობის წევრისა და რუსი ოლიგარქის, ნარეკ კარაპეტიანის ბრიფინგი.
რუსი ოლიგარქი კარაპეტიანი: ფაშინიანი ჰალუცინოგენურ სოკოებს მოიხმარს
წინასაარჩევნო კამპანია გაგრძელდება 5 ივნისამდე. 6 ივნისი დუმილის დღე იქნება, არჩევნები კი 7 ივნისს გაიმართება.
