რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაარღვია დაპირება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯებს არ გადადგამდა.

„სომხეთის ხელმძღვანელობამ… და, სხვათა შორის, მოსკოვში ბოლო ვიზიტების დროს, ისინი გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ არავითარ ნაბიჯს არ გადადგამდნენ. თუ ასეთი მდგომარეობაა ამ დაპირებებთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მოსკოვში და არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან იქცევა სომხეთის ხელმძღვანელობა ასე – ისინი არ ასრულებენ თავიანთ სიტყვას“, – თქვა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის საზოგადოებამ აღშფოთებით აღიქვა ის ფაქტი, რომ სომხეთმა პლატფორმა მისცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

“პლატფორმა მისცა ვის? ტერორისტს, კიევის ნეონაცისტური რეჟიმის ლიდერს, რომელსაც ერევანში საკმაოდ თბილად შეხვდნენ“, – თქვა მან.

ზახაროვას თქმით, „ზელენსკიმ“ ამ შესაძლებლობით ისარგებლა, რათა გამოსულიყო პოლიტიკური დავიწყებიდან და გაეხმიანებინა თავისი ანტირუსული განცხადებები.

„სწორედ ზელენსკის ვიზიტმა ერევანში აჩვენა სომხეთის მოქალაქეებს ის მომავალი, რომელიც მათთვის ევროკავშირს აქვს განკუთვნილი. ფეხზე მდგომმა ტაში მინდა დავუკრა – არა, ეს შეცდომა არ არის, ეს ნამდვილი საჩუქარია. სომეხი ხალხისთვის ბრიუსელის აღზრდილის ჩვენება, რომელიც წარმოადგენს იმას, რასაც ევროკავშირი ახალგაზრდა დემოკრატიებს უკეთებს“, – განაცხადა მან.