ახალი ამბები

სახალხო კრება პარლამენტთან დაიშალა

26 ნოემბერი, 2010 •
სახალხო კრება პარლამენტთან დაიშალა

სახალხო კრების მონაწილეები პარლამენტთან აღარ არიან. აქცია ამ დროისთვის აღარ მიმდინარეობს. მონაწილეთა ნაწილი, ეკა ბესელიასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწებლის შენობასთან გადავიდა, კრების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების მოთხოვნით.

სახალხო კრება დღეს, 2 საათზე, დაიწყო. დღესვე მოხალისეები ე.წ. სახალხო პატრულში გაწევრიანდნენ. 

სახალხო კრების მონაწილეთა ნაწილი არ გაყვა ეკა ბესელიას. ეროვნული ფორუმი პარლამენტთან დარჩა. 

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრება და როგორ გაგრძელდება სახალხო კრებაზე შეკრებები, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დღესვე კრების წარმომადგენლები მოითათბირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი