ახალი ამბები

უკმაყოფილება სახალხო კრებაზე

26 ნოემბერი, 2010 • • 1175
უკმაყოფილება სახალხო კრებაზე

მას შემდეგ, რაც ეროვნული ფორუმის ლიდერმა პარლამენტთან შეკრებილ ხალხს დაშლისკენ მოუწოდა, ხალხში უკმაყოფილო შეძახილები გაისმა.

“რას აკეთებ, თუ ძმა ხარ”, “სად წავიდეთ ახლა ჩვენ”,”ამდენი ხანია, აქ ვართ და რისთვის მოვედით”,”გზის ფულს რომ ვხარჯავთ წასვლა–მოსვლაში, რისთვის ვხარჯავთ, საერთოდ”,–ეს ის სიტყვები იყო,რასაც ხალხის უკმაყოფილო ნაწილი ამბობდა.

დღეს სახალხო კრებას  მიტინგის სახე მიეცა. ამ განცხადებას ჯერ კიდევ გუშინ ავრცელებდნენ ლიდერები. გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს ტრაფარეტები,სადაც სხვადასხვა რეგიონების სახელები ეწერა, არსად ჩანდა. 

შეკრებილი ადამიანები ორად გაიყვნენ. ერთი ნაწილი ეკა ბესელიასთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადავიდა მიტინგის გასაგრძელებლად, მეორე ნაწილი კი პარალმენტთან დარჩა. დარჩენილ ნაწილს კახა შარტავამ დაშლისკენ მოუწოდა.

“წაბრძანდით ახლა სახლში, დღეს აქ არაფერი ისეთი არ მოხდება”,–განაცხადა კახა შარტავამ შეკრებილს დასასრულს.


მასალების გადაბეჭდვის წესი