2026 წლის 4-5 მაისს სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი იმართება თემაზე – „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვია. სამიტში მონაწილეობისთვის ერევანში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩავიდნენ. სამიტზე პირველად, სტუმრის სტატუსით მიწვეულია არავეროპული ქვეყნის ლიდერი – კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების პირველი სამიტი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 2022 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა. მას შემდეგ სამიტები თანმიმდევრობით გაიმართა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, ესპანეთის ქალაქ გრანადაში, გაერთიანებული სამეფოს ოქსფორდშირის საგრაფოში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში და დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში.
ევროპული პოლიტიკური საზოგადოება აერთიანებს დაახლოებით 50 ევროპული ქვეყნის ლიდერს თანასწორობის საფუძველზე, ერთიანობის სულისკვეთებითა და საერთო მიზნით. ის წარმოადგენს პოლიტიკურ პლატფორმას პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის სტიმულირებისთვის საერთო ინტერესის საკითხების მოსაგვარებლად, აგრეთვე- ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასამყარებლად. ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ევროპელ ლიდერებს გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.
ერევანში სამიტში მონაწილეობისთვის ევროკავშირის დელეგაციაც ჩავიდა
