ახალი ამბები

“ევროკავშირთან მოლაპარაკება 2011 წელს დაიწყება”

26 ნოემბერი, 2010 • • 1151
“ევროკავშირთან მოლაპარაკება 2011 წელს დაიწყება”

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2011 წლის პირველ ნახევარში დაიწყება და ეს პროცესი, სავარაუდოდ, 2 წლის ვადაში დასრულდება,-ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტში, თამარ კოვზირიძემ გააკეთა.

კოვზირიძემ აღნიშნა, რომ 2009 წელს  ევროკავშირმა საქართველოსთვის  სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, 4 ძირითადი მიმართულებით: ვაჭრობის ტექნიკური ბარიერი, სურსათის უვნებლობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა და კონკურენციის სფეროში რეფორმა.

განცხადება ამის თაობაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსმა, თამარ კოვზირიძემ გააკეთა.  

პარლამენტის ოფიცილური ინტერნეტ გვერდის ცნობით, კოვზირიძე აცხადებს, რომ  საკვანძო თემების საკანონმდებლო პაკეტის დიდი ნაწილი უკვე დამტკიცებულია და  დარჩენილი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს 2011 წლის დასაწყისში წარედგინება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, კომიტეტი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. მან სურვილი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო პაკეტის  პარლამენტში შესვლამდე  ინფორმაცია კომიტეტს წინასწარ მიეწოდოს. მანვე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პროექტში ჩართულ ჯგუფს უკვე მიღებული და დამტკიცებული სტრატეგიების საჯაროდ გავრცელებისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი