აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ეხმაურება ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ სახელმწიფოებს შორის მოხვდა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების მეთოდებს იყენებენ.
2025 წელს საქართველო ტრანსნაციონალური რეპრესიების ქვეყნებს შეემატა -Freedom House
უწყების განცხადებით, ეს შეფასება ადასტურებს საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემურ კრიზისს და ქვეყნის პოლიტიკის რეპრესიულ ხასიათს.
დე ფაქტო საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, მიუხედავად მსგავსი შეფასებებისა, „ორმაგი სტანდარტების“ მაგალითია – მათი თქმით, მაშინ როცა საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ტრანსნაციონალური რეპრესიების გამოყენებაში ადანაშაულებენ, დასავლეთის ქვეყნები კვლავაც აგრძელებენ თბილისის პოლიტიკურ მხარდაჭერას აფხაზეთის საკითხში, რაც, სოხუმის შეფასებით, დასავლეთის განცხადებებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის შესახებ ეწინააღმდეგება.
მათივე თქმით, არსებული ვითარების ფონზე „აფხაზური სახელმწიფოებრიობის გაძლიერება უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიად რჩება“.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
