აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისევ აკრიტიკებს NATO-ს.

“ფოქსნიუსის” ეთერში ტრამპმა განაცხადა, რომ NATO უნდა ყოფილიყო აშშ-ის გვერდით ირანთან სამხედრო დაპირისპირების დროს. მან თქვა, რომ თუ NATO ახლა არ დგას აშშ-ის გვერდით, ის სხვა, “უფრო დიდ” საკითხებშიც არ დაუჭერს მხარს.

“მაშ, რატომ ვხარჯავთ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს NATO-ზე?” – იკითხა ტრამპმა.

“დიდებულ საქმეს ვაკეთებთ ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის. იცით, ჩვენ არავითარი დახმარება არ მიგვიღია NATO-სგან. ნული! ჩვენ იქ [ირანში] ვართ მათთვის, ისინი აქ არ არიან ჩვენთვის […] ისინი უკეთესად უნდა მოქცეულიყვნენ, უნდა ეთქვათ – “ჩვენ ვინმეს გამოვაგზავნით”.

ეს მცირე ოპერაციაა დიდ ოპერაციასთან შედარებით, მაგრამ ნატო არ იყო ჩვენ გვერდით. და ეს რას ნიშნავს: თუ ისინი აქ არ არიან ჩვენთვის, არც სხვაგან იქნებიან. მაშ, რატომ ვხარჯავთ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს NATO-ზე, თუ ისინი ჩვენთან არ იქნებიან? თუ ისინი ჩვენთან არ იქნებიან ირანის საკითხში, ისინი არ იქნებიან ჩვენთან ირანზე ბევრად უფრო დიდ (მნიშვნელოვან) საკითხებშიც”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის გასვლას ხელშეკრულებიდან.

ამავე თემაზე: