ნეტგაზეთი | რუსთაველის გამზირი გადაკეტილია რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – Netgazeti
RU | GE  

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირი, პარლამენტის წინ, ავტობუსებით არის გადაკეტილი. ქუჩაზე სამი ნეოპლანის დიდი ავტობუსი დგას.

სახალხო კრებაზე დასასწრებად პარლამენტთან შეკრებილი ხალხი ტრანსპარანტებით არის მისული. ტრანსპარანტებზე მათ ის ადგილები აქვთ მითითებული, საიდანაც   დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდნენ, მაგალითად: კახეთი, აჭარა, მარნეული, რუსთავი, ქედა, თელავი, სიღნაღი, გურჯაანი , ახალქალაქი, ასპინძა, სენაკი, ყვარელი, ფოთი.

ნეტგაზეთის ჟურნალისტის ცნობით, პარლამენტის გასწვრივ ტერიტორია სავსეა ხალხით.

როგორც რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ჩამოსვლისას მათ პრობლემა არ შექმნიათ.

ამ დროისთვის ლიდერები პარლამენტის შენობასთან ჯერ არ გამოჩენილან. სახალხო კრება დღეს სამ საათზეა დანიშნული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი