ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის პატირობის მისჯას. მათი შეფასებით, 1,5-წლიანი პატიმრობა არაპროპორციული სასჯელია.
“ვგმობთ 1.5-წლიან განაჩენს დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ. იგი აბსოლუტურად არაპროპორციულია ელენეს დანაშაულთან, გამოხატავდეს სიტყვის თავისუფლებას და სურდეს ნათელი, პროევროპული მომავალი საქართველოსთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ელენეს და დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება უნდა შეწყდეს. მიზნობრივი სანქციები უნდა გაღრმავდეს. ქართველებო, თქვენ მარტო არ ხართ!” – წერია ALDE-ს განცხადებაში.
We condemn the 1.5-year sentence for @DroaParty leader @Helenkhosh, which is wholly unproportionate for her crime of exercising freedom of expression and seeking a prosperous pro-EU future for Georgia.
We call for her immediate release and all politically motivated charges… https://t.co/ziiw35VB3m
— ALDE Party (@ALDEParty) March 24, 2026
დღეს, 24 მარტს, ოპოზიციონერი პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მოსამართლე გიორგი არევაძემ 1,5 წელი მიუსაჯა. პროკურატურა სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა. საუბარია თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერზე, რომელსაც ხოშტარიამ დააწერა – “რუსული ოცნება”.
