რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი საქართველოს უსამძიმრებს ილია მეორის გარდაცვალების გამო.

“მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი ქრისტესმიერი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ”, – წერს რუმინეთის მართლმადიებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი. 

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა, სასულიერო პირებისა და მორწმუნეთა სახელით ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს წმინდა სინოდს და სრულიად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს”, – წერია განცხადებაში. 

17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.