აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამძიმარს უცხადებს ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„ჩვენ ვგლოვობთ უწმინდესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს ემახსოვრებათ. მშვიდობით განისვენოს”, – ნათქვამია რუბიოს განცხადებაში.

პატრიარქის დაკრძალვა კვირას, 22 მარტს გაიმართება. როგორც ილია II-მ დაიბარა, მას თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა საქართველოს ეკლესიას.