საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ რუსეთის სამთავრობო კომისიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის არმიას უფლება ექნება, იმოქმედოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ “მოქალაქეების დაცვის” საბაბით. ინფორმაციას გამოცემა “დოჟდი” ავრცელებს.
კანონპროექტის ინიციატორი რუსეთის თავდაცვის სამინისტროა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ რუსეთის არმიას სხვა ქვეყანაში მოქმედების უფლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ამ ქვეყანაში უსაფუძვლოდ დააკავეს ან დაიწყეს სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ.
კანონი გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როცა რუსეთის მოქალაქეების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება სხვა ქვეყნის სასამართლოს, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც რუსეთი არ აღიარებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც რუსულ არმიას ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ექნება მოქმედების უფლება “მოქალაქეების დასაცავად”
უსაფრთხოების შესახებ ამჟამად მოქმედი ფედერალური კანონის მიხედვით, რუსეთის არმიის მოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ვლადიმერ პუტინი.
ამავე თემაზე:
