პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის ინფორმაციით, ისინი ინფორმირებულები იყვნენ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის შესახებ.

ნავროცკი წერს, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა NATO-ის მოკავშირე ქვეყნებთან.

“მუდმივად მაწვდიან ინფორმაციას ირანში დღევანდელი თავდასხმების შესახებ. მოკავშირეებისა წყალობითა და კოალიციური არხებით, ჩვენ ინფორმირებულები ვიყავით ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე სამხედრო თავდასხმის შესახებ.

ამჟამად, ჩვენი პრიოროტეტია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველა პოლონელის უსაფთხოება. მათ შორის, დიპლომატებისა და სამხედროების. მე მუდმივ კონტაქტზე ვარ NATO-ის მოკავშირეებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან”, – წერს პოლონეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმას ჯერ არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან “ქართული ოცნების” სხვა რომელიმე უწყება.

დღეს, 28 თებერვლის დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო “პრევენციული თავდასხმა” ირანზე. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში “მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია” დაიწყო.