პროკურატურის ინფორმაციით, რომ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრალი წარუდგინეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში, საქართველოს საზღვრები არ დაუტოვებია. ამის შესახებ რ2-ს პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ჟვანიაზეა ჯერ შიდა ძებნაა გამოცხადებული, ხოლო თუ დარწმუნდებიან, რომ უცხოეთში იმყოფება, საერთაშორისო ძებნასაც გამოაცხადებენ.
“ჩვენი ინფორმაციით, მას საქართველოს საზღვარი დატოვებული არ აქვს, მაგრამ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფლის დადგენის თაობაზე.
მას შემდეგ… თუ გამოიკვეთება, რომ იგი არ იმყოფება საქართველოში და მიმალულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე”, – აცხადებს პროკურორი.
რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ბუსა ჟვანია, რომელიც გარდაცვლილი პრემიერი, ზურაბ ჟვანიას ვაჟია, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორად გამოაცხადა ძმებ კაკულიებთან ერთად. კაკულიები ამ ბრალს უარყოფენ. ჟვანიას ადგილსამყოფელი უცნობია.








