დღეს, თბილისის დროით 16:23 საათზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში, სოფელ მამიშლოში მიწისძვრა მოხდა.

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 3.3 მაგნიტუდის სიდიდის იყო.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.