თბილისიდან 5 კილომეტრში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძეგვთან ახლოს, მიწისძვრა მოხდა.

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანახმად, მიწისქვეშა ბიძგები 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

მიწისძვრა 13:26 საათზე მოხდა და თბილისშიც იგრძნობოდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.