ახალი ამბები

ფერადი რევოლუციების ათწლეული

23 ნოემბერი, 2010 • • 3902
ფერადი რევოლუციების ათწლეული

ახალი ათასწლეული ვარდების, ტიტების, მეწამულისფერი, ნარინჯისფერი  რევოლუციებით დაიწყო. დღეს ზუსტად 7 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა.

ფერადი რევოლუციების ტალღა, როგორც ქვეყანაში მმართველობის მშვიდობიანი გზით ცვლის ერთგვარი სინონიმი, 2000 წელს სერბეთში დაიწყო, გაგრძელდა საქართველოში ვარდების, უკრაინაში– ნარინჯისფერი, ხოლო ყირგიზეთში –ტიტების რევოლუციით.

2000 წელი, იუგოსლავია – სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი მოძრაობა და სიტყვები Gotov ye (ის დამთავრებულია) , ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მილოშევიჩის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებში. ეს იყო ძალიან ცნობილი აქტივისტთა ჯგუფი, რომელსაც Cyrillic Отпор უწოდებდნენ.

მომდევნო ქვეყანა საქართველოა, სადაც, სერბეთის მსგავსად, ახალგაზრდული მოძრაობა „კმარა“ იყო ჩართული მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. 2003 წლის 23 ნოემბერს რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციები დასრულდა და პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.

მოგვიანებით, 2004 წელს, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  უკვე უკრაინას გულშემატკივრობდა. საქართველო მეზობელი ქვეყნის ნარინჯისფერ რევოლუციას იწონებდა და მხარშიც ედგა.

Pomarancheva revolyutsiya ს შედეგად უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო გახდა. უკრაინაშიც, საქართველოსა და იუგოსლავიის მსგავსად, ახლაგაზრდული ორგანიზაცია რევოლუციის ერთ–ერთი ნაწილი იყო.

2005 წელს ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებს ტიტების რევოლუცია იმ პერიოდში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის გამო დაერქვა.

ქვეყნის პრეზიდენტი ასკარ აკიევი აცხადებდა, რომ მის ქვეყანაში არავითარი ტიტების რევოლუცია არ იქნებოდა. თუმცა რევოლუცია შედგა, პრეზიდენტი გადადგა, ხოლო ათწლეულის მეოთხე, ფერადოვან რევოლუციას ეს სახელიც დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტებამდე მას არაერთი სახელი მოუძებნეს.

2005 წელსვე ლიბანში კედარის რევულიცია მოხდა. მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს სახელი „კედარი“ უკვე ნახსენები ოთხი რევოლუციის გავლენით აურჩიეს.

sametová revoluce –ანუ ხავერდოვანი რევოლუცია, ვაცლავ ჰაველის და ყოფილი ჩეხოსლოვაკიის გარდა, დღეს უკვე სხვა რევოლუციებსაც გვახსნებეს.

მიუხედავად სახელებისა– ვარდები, ტიტები, ნარინჯისფერი და სხვა – ეს რევოლუციები ხშირად იყო მოხსნებული, როგორც ხავერდოვანი რევოლუციები. რევოლუციები – უსისხლოდ.

ფერადი რევოლუციის მცდელობა 2004 წელს აზერბაიჯანსაც ჰქონდა. თუმცა რევოლუცია, რომლის სათავეშიც აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ნაწილი იდგა, ისტორიას ფერებისა და ხელისუფლების შეცვლის გარეშე დაამახსოვრდა.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი