ახალი ამბები

დავით ბაქრაძე საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე

22 ნოემბერი, 2010 • • 1513
დავით ბაქრაძე საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ გასული კვირის მოვლენებზე ისაუბრა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი გამოსვლა და ბაქრაძის შეფასებები დღეს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

“ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატო–საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში, არამედ იმიტომაც, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში არიან 28 ქვეყნის მოქმედი პოლიტიკოსები, მოქმედი პარლამენტის წევრები. 28 ქვეყნის პარლამენტებში მზად არიან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, როგორებიცაა –ოკუპაცია, ეთნოწმენდა. მოსთხოვონ რუსეთს ვალდებულებების შესრულება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი უპირობოდ მხარდაჭერა. ეს სწორედ იმის პირობა არის, რომ საქართველოს მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკა გაგრძელდება”.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია ლისაბონის სამიტის გადაწყვეტილებაც, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი. 

დავით ბაქრაძის განცხადებას პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს პარლამენტის საიტი აქვეყნებს.

“ასევე მნიშვნელოვანი და სერიოზული მოვლენაა საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი გამოსვლა. “მსგავსი შემთხვევები არც თუ ისე ხშირად ხდება, როცა რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს მეორედ აძლევენ შესაძლებლობას, სიტყვით გამოვიდეს ევროპარლამენტში პლენარული სხდომის ფორმატით. ეს საქართველოსადმი დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი