ახალი ამბები

ელისო კილაძე დაკავებულია – „ტვ პირველი“

18 თებერვალი, 2026 •
ელისო კილაძე დაკავებულია – „ტვ პირველი“

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „ტვ პირველი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ელისო კილაძე მის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმმა დილით დააკავა.

ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავებიან ელისო კილაძეს. კომენტარს არ აკეთებენ პროკურატურაში, სადაც 11:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა. ბრიფინგის თემა ასევე უცნობია.

განახლება:

პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ელისო კილაძე თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზეა დაკავებული. მასთან ერთად იმავე საქმეზე ბრალს უყენებენ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, მერაბ ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს და სხვებს.

ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს და სხვებს ქოლცენტრების საქმეს ედავებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი