ახალი ამბები

კობახიძემ “ოცნების” არაღიარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის არაღიარებას გაუთანაბრა

16 თებერვალი, 2026 •
კობახიძემ “ოცნების” არაღიარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის არაღიარებას გაუთანაბრა

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება მისი პარტიის ხელისუფლების არაღიარებას გაუთანაბრა.

ეს განცხადება მან გააკეთა “გრანტების შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საუბრისას, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

“თქვენ იცით, რომ არის ერთი კონკრეტული ქვეყანა, უფრო სწორად, ოთხი კონკრეტული ქვეყანა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. ასეთია ხუთი ქვეყანა მთლიანობაში – რუსეთი და პლუს ოთხი ქვეყანა. ქვეყნის შინგნით არიან ძალები, რომლებიც დანარჩენ 80%-ზეც არ აღაირებენ საქართველოს ხელსუფლების იურისტდიქციას. ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა ისიც და ისიც.

ერთი არის საერთაშორიოს სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართელოს იურისტდიქციას და მეორე არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართელოს ხელსუფლების ირუისდიქციას.

ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას. ახლა მიიღება ახალი კანონი – ცვლილებები სისხლის სამართის კოდექსში, რომელიც დაუპირისპირდება მეორე პრობლემას – კონსტიტუციური წყოლილების შესახებ საბოტაჟი და ექსტრემიზმი. ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს”, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 16 თებერვალს, “ქართული ოცნების” პარლამენტში კიდევ ერთხელ განიხლეს გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ამ კანონპროექტისთვის წამყვანი კომიტეტია, თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს შემდეგს:

“საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს”, – თქვა გორდულაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი ადა ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული 5 ქვეყანას. თავად ოკუპანტს, რუსეთს და კიდევ ოთხს -ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და სირიას.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი