ახალი ამბები

23 ნოემბერს 168 ათას 639 გიორგის მიულოცავენ

22 ნოემბერი, 2010 • • 983
23 ნოემბერს 168 ათას 639 გიორგის მიულოცავენ

საქართველოში 168 639 გიორგი ცხოვრობს. საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მამაკაცის სახელებს შორის გიორგი ყველაზე პოპულარულია.

გიორგობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 23 ნოემბერს აღინიშნება, ერთიან ბაზაზე დაყრდნობით, სამოქალაქო რეესტრის  საინფორმაციო–ტექნოლოგიების სამმართველომ საქართველოში ამ სახელის მქონე ადამიანების რაოდენობა დაითვალა და გამოაქვეყნა.

168 ათას 639 გიორგის ემატება 94 გიო და 235 ლაშა–გიორგი.

გარდა ამისა, გვხდება ისეთი სახელები, როგორებიცაა:საბა–გიორგი,მათე–გიორგი, ლუკა–გიორგი, ედვარდ–გიორგი, გიორგი–უმცროსი,გიორგი –არჩილი, გიორგი–ლაზარე და სხვა.

ყველა ასაკის მამაკაცების გავრცელებული სახელების ათეული ასეთია:

  1. გიორგი
  2. დავითი
  3. ზურაბი
  4. ლევანი
  5. ალექსანდრე
  6. ირაკლი
  7. მიხეილი
  8. თამაზი
  9. ნიკოლოზი
  10. ავთანდილი

მამრობითი სქესის ახალშობილებში, პოპულარული სახელებია:

  1. გიორგი
  2. ნიკოლოზი
  3. ლუკა
  4. საბა
  5. დავითი
  6. ანდრია
  7. ალექსანდრე
  8. სანდრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი