ახალი ამბები

ავტობუსი ხეს შეეჯახა

22 ნოემბერი, 2010 • • 1040
ავტობუსი ხეს შეეჯახა

დღეს გმირთა მოედანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თბილისის მერიის პრეს სამსახურის ცნობით, დღეს მუნიციპალური ავტობუსი ნომერი ცხრა  ხეს შეეჯახა. 

დაშავებულებიდან სამი ე.წ. მიხაილოვის კლინიკაში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს მიმღებში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სამივე ავადმყოფი სახლში გაუშვეს. მათ დაჟეჟილობები ჰქონდათ, ერთ მათგანს კი –ჭრილობა სახის არეში.

დაზარალებულ მოქალაქეებს შორის ერთი ბავშვია, იგი ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვნეს. კლინიკაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ბავშვს ყბა–სახის ქირურგის კონსულტაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის სახლში გაუშვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი