ახალი ამბები

აფთიაქების მფლობელების სასამართლო პროცესის შედეგი

22 ნოემბერი, 2010 • • 1000
აფთიაქების მფლობელების სასამართლო პროცესის შედეგი

აფთიაქების მფლობელებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, გუშინ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოში შემოტანას და არარეგისტრირებული მედიკამენტებით ვაჭრობას.

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული 21 ადამიანიდან 16–ს გირაო შეუფარდეს, 20-40 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 5–ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.

დაკავებული აფთიაქების მფლობელების შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. ოფიციალური განცხადება დაკავებასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა. დღესვე მთავრობის სხდომაზე მყოფი ჯანდაცვის მინისტრი ამ კითხვაზე პასუხისას არ დაკონკრეტებულა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას დაელოდება.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით არის აღძრული, რაც ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი