ახალი ამბები

ოლიმპიური თამაშების ღონისძიებაზე შეხვედრა გავმართეთ ვენსთან და რუბიოსთან – ყაველაშვილი

6 თებერვალი, 2026 •
ოლიმპიური თამაშების ღონისძიებაზე შეხვედრა გავმართეთ ვენსთან და რუბიოსთან – ყაველაშვილი

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს მიხეილ ყაველაშვილი ავრცელებს.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დავესწარი.

ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გავმართეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა“, – აცხადებს ყაველაშვილი.

ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ის ასევე დაესწრება ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი