ნეტგაზეთი | ბუნებრივი აირი დევნილებისთვის ბუნებრივი აირი დევნილებისთვის – Netgazeti
RU | GE  

ბუნებრივი აირი დევნილებისთვის

ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილებისთვის დღეს ბუნებრივი აირი ჩაირთო. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა და ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ბაღის შენობაში გაზი სიმბოლურად აანთეს.

ამ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 80 ადამიანი ცხოვრობს. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს შენობის გადახურვა, შეიცვალა კანალიზაციის მილები, მოხდა ობიექტის გაზიფიცირება, წლის ბოლომდე კი ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც დასრულდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი