ახალი ამბები

ხევსურეთსა და ფშავში ხანძარი ლოკალიზებულია

22 ნოემბერი, 2010 • • 1227
ხევსურეთსა და ფშავში ხანძარი ლოკალიზებულია

ხევსურეთსა და ფშავში ხანძრები ლოკალიზებულია – ამის შესახებ ნეტგაზეთს ტყის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.

ზურაბ ყელიხაშვილი ამბობს, რომ ხანძრის შედეგადად დამწვარი ტყის მასივის სავარაუდო ფართობი 50 ჰექტარია.

ხანძარი ხევსურეთსა და ფშავსი 5-6 დღის მანძილზე გრძელდებოდა. ტყის დაცვის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, ბარისაბოს სატყეო უბანში 5-6 კერა იყო. განსაკუთრებით რთული იყო ვითარება სოფელ თვალივთან. თუმცა ამ დროისთვის ხანძრის კერები ხევსურეთსა და ფშავში ლოკალიზებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი