სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტრო უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს კონკრეტული დევნილების საკითხებს.
ნანა ფიფია, დევნილი, რომელიც სამინისტროს შენობასთან თავის დაწვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ომბუდსმენის ოფისშიც იმყოფებოდა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, ფიფიამ მათ ჯერ კიდევ მაისში მიმართა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამბობს, რომ ფიფიას განცხადებით, მას ვალების დაფარვასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ მათ კომპეტენციას აღემატებოდა ნანა ფიფიას პრობლემის საკითხი. ამ მიზეზით ვერ მოხდა მისი დახმარება.
„ჩვენი მხრიდან, როდესაც ცუდად იყო, მოვინახულეთ“,–აცხადებს ომბუდსმენი.