დღეს ქალაქ გორის ცხრა სკოლაში მანდატურები შევიდნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო წლის ბოლომდე მანდატურები ქალაქ რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში შევლენ.
„სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში პოლიციის აკადემიაში გადამზადდა. ისინი სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ“,– წერს სამინისტროს ოფიციალური საიტი.
მანდატურები უკვე შევიდნენ თბილისის, ბათუმის,ზუგდიდისა და ქუთაისის საჯარო სკოლებში