ახალი ამბები

რომის პაპი პრეზერვატივზე

21 ნოემბერი, 2010 • • 1118
რომის პაპი პრეზერვატივზე

რომი პაპი, ბენედიქტე ვარაუდობს,რომ პრეზერვატივების გამოყენება ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულია.

მან ამ თემაზე გერმანელ კათოლიკე ჟურნალისტთან, პიტერ ზივალდთან ისაუბრა. ეს საუბარი კითხვა– პასუხის სახით გამოქვეყნდება წიგნში, რომელიც სამშაბათს გამოიცემა.

სტატია, რომელიც BBC-მ გამოქვეყნდა, ეძღვნება იმ ამონარიდს, სადაც ჟურნალისტი და რომის პაპი პრეზერვატივის გამოყენებაზე საუბრობენ.

2009 წლის მარტში რომის პაპის  აფრიკაში ვიზიტისას მან თქვა, რომ მხოლოდ პრეზერვატივის დარიგებით ვერ გადაიჭრება აივინფიცირების პრობლემა.

პაპი ინტერვიუში ამბობ, რომ მედიამ დაივიწყა მისი მოგზაურობის დანარჩენი ნაწილი და მთელი ყურადღება ბენედიქტის ამ გამოსვლას დაუთმო.

პაპი საუბარში მის დამოკიდებულებას პრეზერვატივის მიმართ ხსნის და ამბობს, რომ პრეზერვატივის გამოყენება ნებადართულია კათოლიკური ეკლესიის მიერ, განსაკუთრებულ შემთხვევებში.

“ფაქტია, რომ ადამიანებს თუ  პრეზერვატივი სურთ, შეუძლიათ ნებისმიერ დროს აიღონ. მაგრამ მხოლოდ პრეზერვატივი არ გადაჭრის საკითხს, თავისთავად, მეტი უნდა გაკეთდეს”.

“ამასობაში, საერო სამყაროში შევიმუშავეთ ე.წ. ABC თეორია: თავშეკავება, ერთგულება, პრეზერვატივი (Abstinence-Be Faithful-Condom ), სადაც პრეზერვატივი გაგებულია როგორც ბოლო საშუალება, თუ პირველი ორი ვერ იმოქმედებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი