ახალი ამბები

ნატოს სამიტის ქართული შეხვედრები

21 ნოემბერი, 2010 • • 1169
ნატოს სამიტის ქართული შეხვედრები

პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება და ევროსტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერა იყო ის მთავარი საკითხები, რომლებიც ლისაბონში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას მიხეილ სააკაშვილმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს. დღეს

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აბდულა გიულს, გუშIნ, საღამოს შეხვდა.

 საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა,პრეზიდენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდის ცნობით, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა იყო, ასევე, პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.

ცნობილი ხდება,რომ მხარეებმა  საქართველოს ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობის მიზნით ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის მექანიზმების გამარტივების საკითხი განიხილეს.

ასევე, თურქეთის ბაზარზე ქართული ღვინის დასამკვიდრებკად”ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის შესაძლებლობა”.

თურქეთის პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ, სააკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პეტერ ნეჩას შეხვდა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კიდევ ერთხელ აღუთქვა სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

“სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება იყო ის  მთავარი თემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან  ჯულია გილარდთან შეხვედრისას განიხილა”.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი