სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე იდეალური სიმშვიდეა დამყარებული. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა სომხეთის პარლამენტში მთავრობის საათის ფარგლებში. სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია ადგილობრივმა ტელეარხებმა გააშუქეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ოფიციალური ერევანი რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და მისი ინსტიტუციონალიზაციის მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევას აგრძელებს.
“2026 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის მთელ პერიმეტრზე იდეალური მშვიდობაა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობის ცვლილებაზე, მათ შორის ურთიერთრიტორიკაზეც.
„ეს რიტორიკა პროგრესის საწყისს აჩვენებს და მინდა მას მივესალმო“, – განაცხადა ფაშინიანმა.
2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
