ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტრამპმა ფაშინიანი და ალიევი “მშვიდობის საბჭოში” მიიწვია

21 იანვარი, 2026 •
ტრამპმა ფაშინიანი და ალიევი “მშვიდობის საბჭოში” მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, მშვიდობის საბჭოში მონაწილეობისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც მიიწვია.

“პუტინმა მითხრა, ვერ ვიჯერებ, რომ შენ მოაგვარე ეს ომიო” – ტრამპი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაქომ მიიღო ეს მოწვევა და ამერიკულ მხარეს აცნობა საკუთარი განზრახვის შესახებ, გახდეს მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელი სახელმწიფო.

ოფიციალური ცნობით, საბჭოში წევრობის შესახებ ოფიციალური დამადასტურებელი წერილი ამერიკულ მხარეს გაეგზავნება და დადგენილი პროცედურების ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.

ამასთან, მშვიდობის საბჭოში მიწვეულია დაახლოებით 60 ქვეყანა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი