აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს თქვა, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა და დაკავებულთა სიკვდილით დასჯის გეგმები არ არსებობს.
„ჩვენ გვითხრეს, რომ მკვლელობები ირანში ჩერდება და სიკვდილით დასჯის გეგმა არ არსებობს. მკვლელობები შეჩერდა. სიკვდილით დასჯების ან ცალკეული სიკვდილით დასჯის გეგმა არ არსებობს. მე ეს ვიცი სანდო წყაროსგან. იმედია, სიმართლეა. ჩვენ ამას გავიგებთ. თუ ეს [მკვლელობები] მოხდება, ძალიან გავნაწყენდები“, — განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედები დღის წესრიგიდან მოიხსნა, ტრამპმა უპასუხა:
„ჩვენ დავაკვირდებით და ვნახავთ, როგორ განვითარდება პროცესი. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ძალიან, ძალიან კარგი განცხადება იმ ხალხისგან, ვინც იცის, რა ხდება“, — თქვა ტრამპმა.
აშშ-ში ბაზირებული ირანელი აქტივისტების უფლებადამცველი ორგანიზაციის, HRANA-ის ბოლო დადასტურებული, 13 იანვრის მონაცემებით, მოკლულია 2 403 მომიტინგე (მათ შორის 12 არასრულწლოვანი), 147 უსაფრთხოების ძალების წევრი და მთავრობის მხარდამჭერი (მათ შორის მთავრობის მხარდამჭერი სულ მცირე ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე).








