თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ქალი მოკლეს.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ქალი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები მეზობელმა მიაყენა და გაიქცა.

„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

განახლება:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.დ. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.